ცვლილებები ლოცვებში ბრწყინვალე შვიდეულის დროს

Picture
ბრწყინვალე შვიდეულში არ იკითხება ფსალმუნები, პარაკლისები, დაუჯდომელი ლოცვები, 
ხოლო დილა-საღამოს ლოცვების ნაცვლად იკითხებაწმიდა პასექისა და ბრწყინვალე შვიდეულის ჟამნობა




კითხვის გაგრძელება



გადაცემა მოძღვარი – დეკანოზი ბიძინა გუნია 

Picture
გადაცემა მოძღვარი – დეკანოზი ბიძინა გუნია 


გადმოწერა  
თუ რომელიმე გადმოსაწერი ლინკი არ მუშაობს, დააფიქსირეთ ფორუმზე და ვეცდებით რაც შეიძლება მალე აღვადგინოთ



ანტონ სუროჟელი

Picture
საუბრები სიწმიდისა და სულიერების შესახებ. ვიდეოვერსია. რუსულ ენაზე

ზომა:92.83 MB

გადაწერე (ატვირთულია files.ge-ზე)


ბერების ცხოვრება

Picture
გადაცემა პროფილი. გადაცემა შეეხება ბერების ცხოვრებას და ზოგადად, მონასტრულ ცხოვრებას.
გადაწერე


მზიანი ღამე

Picture
ფილმი უწმინდესზე, რომელიც რუსებმა გადაიღეს რამოდენიმე წლის წინ. ფილმში საუბრობენ ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწეები და თავად უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეც

ეს ფილმი არცერთ ქართულ საიტზე არ დევს, ასე რომ ექსკლუზივია :)

გადაწერე



ქეთევან დედოფალი

Picture
გადაცემა ჩვენებურები ქეთევან დედოფლის  შესახებ 


გადაწერა

 მეორე ნაწილი

გადაწერა

მესამე ნაწილი 

გადაწერა

(ატვირთულია files.ge-ზე )


 ქრისტეს ვნებანი / The Passion Of The Christ

Picture

ფილმის გადმოსაწერი ბმული (ლინკი) აღებულია hey.ge - დან!



ინფორამაცია ფილმზე:
დასახელება: ქრისტეს ვნებანი
ორგინალური დასახელება: The Passion Of The Christ
ენა: ლათინური და არამეული
თარგამანი: ქართული (სუბტიტრები)
გამოშვების წელი: 2004
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: Mel Gibson
როლებში: ჯეიმს კავიეზელი, მონიკა ბელუჩი და სხვები.

ფილმის შესახებ
ფილმში უკიდურესი სისასტიკითაა აღწერილი მაცხოვრის მიერ ჯვარცმამდე გატარებული ბოლო თორმეტი საათი. ეს არის ქრისტეს ცხოვრების ასახვის კიდევ ერთი მცდელობა, ამჯერად მელ გიბსონისეული ვარიანტი. ფილმი თავისი წინამორბედებისგან სიუჟეტის სიმძაფრით და ორიგინალურობით გამოირჩევა.

მწარმოებელი:
 Icon productions

ფაილი
ფორმატი:
 Mpg
ზომა: 1,11 GB
ხარისხი: TVRip



გადმოწერა

თუ რომელიმე გადმოსაწერი ლინკი არ მუშაობს, დააფიქსირეთ ფორუმზე და ვეცდებით რაც შეიძლება მალე აღვადგინოთ


გაცხადებული სასწაულები

Picture
დავით გიორგობიანის ფილმების ციკლი მართლმადიდებლურ სასწაულებზე
3 ფილმია
სამწუხაროდ მისი დიდი მოცულობიდან გამომდინარე არ ხერხდება 1 ლინკად ატვირთვა, ამიტომ გაყოფილია 6 ნაწილად, რისთვისაც გიხდით ბოდიშს!
ატვირთულია files.ge -ზე
გადაწერე ნაწილი 1

გადაწერე ნაწილი 2

გადაწერე ნაწილი 3

გადაწერე ნაწილი 4

გადაწერე ნაწილი 5

გადაწერე ნაწილი 6 

ეს გადმოსაწერი ბმულები აღებულია hey.ge - დან

თუ რომელიმე გადმოსაწერი ლინკი არ მუშაობს, დააფიქსირეთ ფორუმზე და ვეცდებით რაც შეიძლება მალე აღვადგინოთ


სტუმრად პატრიარქთან

Picture
გამოშვების წელი: 2008
ჟანრი:დოკუმენტური
რეჟისორი: გიორგი შალუტაშვილი
სცენარის ავტორი: თამარ ბართაია

დოკუმენტური ფილმი პატრიარქის ცხოვრებაზე, მის მოღვაწეობასა და ღვაწლზე, მის ისტორიაზე, ასევე მისი მშობლების ოსტორიაზე, დოკუმენტურ ფილმში აღწერილია საქართველოში უღმერთობისა და ეკლესია მონასტრების ნგრევის პერიოდი. ასეთ ძნელბედობის ჟამს უწმინდესისა და უნეტარესის უდიდესი ღვაწლის შედეგად მრავალი ეკლესია მონასტერი აშენდა. მრავალი განახლდა, გაიხსნა სასწავლებლები და ა.შ. დოკუმენტური ფილმი წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე... პატრიარქი თავად მოგვითხრობს ამ ყველაფრის შესახებ.



ფორმატი: Avi
ხარისხი: DVDRip
ზომა: 24:44

ატვირთულია files.ge-ზე
გადმოწერა 

განხილვა ფორუმზე

თუ რომელიმე გადმოსაწერი ლინკი არ მუშაობს, დააფიქსირეთ ფორუმზე და ვეცდებით რაც შეიძლება მალე აღვადგინოთ


განმზადენით გზანი უფლისანი

Picture
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სადღესასწაულო ლოცვა 6 ივლისს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში აღავლინა.

სრულად ნახვა


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ღია მიმართვა გაეროს გენერალურ მდივანს, ბატონ პან გი მუნს


Picture


საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

Picture
ბოლო დროს აქტიურად დაიწყეს მსჯელობა კონსტიტუციური ცვლილებების შესახებ და ამ მიზნით კომისიასაც ქმნიან. 

ამასთან, ზოგიერთმა პოლიტიკოსმა არაერთხელ წამოაყენა წინადადება აღნიშნულ კომისიაში საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლის ჩართვის შესახებ. 

გვინდა განვაცხადოთ, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის საყოველთაო განხილვის შემდეგ გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმება და ამ იურიდიული დოკუმენტით განსაზღვრული ეკლესიის სტატუსი ჩვენთვის არის სრულიად მისაღები და მისი რევიზია, კონსტიტუციური ცვლილებების შემთხვევაშიც (იქნება ეს ახლა თუ მოამავალში), დაუშვებლად მიგვაჩნია. ხოლო სხვა კონსტიტუციური და იურიდიული საკითხების განხილვაში ეკლესიის ჩართვა გამართლებული არაა, რადგან ეს პროცესი ბუნებრივია, პოლიტიკური დებატების ფონზე განვითარდება ხოლო ეკლესია პოლიტიკურად ნეიტრალური უნდა იყოს, რათა შეასრულოს ერის გამაერთიანებელი ინსტიტუტის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია. 

ამისთვის კი ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ. 

2 ივნისი, 2009 წელი


უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დაბრუნებისთანავე წმინდა სამების საკათედრო ტაძარი მოილოცა და იქ შეკრებილებს სიტყვით მიმართა

Picture


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრა

სრულად ნახვა



საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

სრულად ნახვა



წმიდა სინოდის სხდომის ოქმი

წმიდა სინოდის სხდომის ოქმი. სრულად ნახვა



მთავრობისა და ეკლესიის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს კათოლიკოს-პატრიარქი მნიშვნელოვან დოკუმენტს უწოდებს


მთავრობასა და ეკლესიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მნიშვნელოვან დოკუმენტს უწოდებს. 


მისი თქმით, პატიმრები ციხეებში, ძირითადად, დაუსაქმებლები არიან და ეს პრობლემებს ქმნის. 


“დოკუმენტი დაეხმარება მათ დასაქმდნენ და თავიანთ ოჯახებს დაეხმარონ. შეიძლება, ბევრი რამ გაკეთდეს კიდევ იმისთვის, რომ ისინი უკეთეს პირობებში იყვნენ. ვფიქრობ, პატიმრებს უნდა დავეხმაროთ გამოსწორებაში. გეგმა, რომ ზოგიერთი მათგანი იყოს მიმაგრებული ეკლესია-მონასტრებზე მეტად მისაღები და კარგია, მაგრამ, შეიძლება, უკეთესი პირობები მათ თავიანთი პატიმრობის ადგილზე შევუქმნათ”, _ ბრძანა პატრიარქმა. 


პატრიარქი მიიჩნევს, რომ საქართველოში ძალზე ბევრი პატიმარია. ილია მეორემ ხელისუფლებას მოუწოდა, კიდევ ერთხელ გადახედოს მათ საქმეებს და გაათავისუფლოს ისეთი პატიმრები, ვისაც არა აქვს დიდი დანაშაული ჩადენილი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დღეს უერთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. 


მემორანდუმი ითვალისწინებს ეკლესია-მონასტრებში მსჯავრდებულთა მიერ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას. 


ეკლესია, ასევე, მზადყოფნას გამოთქვამს, ხელი შეეწყოს პატიმრების საეკლესიო ცხოვრებაში ჩართვას და მათ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაში მონაწილეობას.



პატრიარქის მიმართვა 9 აპრილის წინ. ვიდეოვერსია


მთავრობასა და ეკლესიას შორის მემორანდუმი გაფორმდა

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე “მნიშვნელოვან დოკუმენტად” აფასებს. “პატიმრები ციხეებში ძირითადად დაუსაქმებლები არიან და ეს პრობლემებს ქმნის. დოკუმენტი დაეხმარება მათ, დასაქმდნენ და ოჯახებს დაეხმარონ. ვფიქრობ, პატიმრებს უნდა დავეხმაროთ გამოსწორებაში,” - ბრძანა პატრიარქმა. ამასთან, ილია მეორემ კიდევ ერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას, გადახედოს პატიმრების საქმეებს და გაათავისუფლოს მსჯავრდებულები, რომელთაც მძიმე დანაშაული არ აქვთ ჩადენილი. ეკლესია ასევე მზადყოფნას გამოთქვამს, ხელი შეუწყოს პატიმრების საეკლესიო ცხოვრებაში ჩართვას და მათ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაში მონაწილეობას


არ შეგეშინდეთ, ყველაფერი ღვთის მადლით დამშვიდდება

განსაცდელი, რომელშიც იმყოფება დღეს საქართველო, სულიერი სიმტკიცისთვის მოევლინა  ღვთისგან, რწმენის, სიყვარულისა და სასოების სიმტკიცისთვის; არ შეგეშინდეთ, ყველაფერი ღვთის მადლით დამშვიდდება, _ ასე მიმართა დღეს ხალხს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.
პატრიარქმა მართალი ლაზარეს აღდგინების დღესთან დაკავშირებით მართალი ლაზარეს სახელობის ეკლესიაში პარაკლისი გადაიხადა. უწმინდესმა დალოცა მრევლი და საქართველოს სულიერი აღდგომა უსურვა.
ილია მეორემ ტაძრის გარშემო ლიტანიაც შეასრულა, რომლის დროსაც ნაკურთხ წყალს ასხურებდა მლოცველებს.
პარაკლისის დასრულების შემდეგ უწმინდესმა ქადაგებით მიმართა მრევლს. “დღეს ჩვენი ეკლესია დღესასწაულობს ლაზარეს აღდგინებას. როგორც უფალმა აღადგინა ლაზარე, როცა აღარ ჰქონდათ მისი გაცოცხლების იმედი, ასევე აღდგება საქართველო”, _ ბრძანა უწმინდესმა.
ილია მეორემ მრევლს მიმართა, წაიკითხონ ვაჟა-ფშაველას “გამოცხადება”, სადაც იგი წერს, რომ მას გამოეცხადნენ წმინდანები, წინ თამარ მეფე იდგა და ყველა ერთად ამბობდა, რომ საქართველო აღდგება.
“სულიერი აღდგომა უკვე დაწყებულია”,-ბრძანა პატრიარქმა.


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესის და უნეტარესის ილია II მიმართვა ქართველ ერს

გვიახლოვდება 9 აპრილი, დღე, რომელიც ჩვენს მეხსიერებაში აღიბეჭდა, როგორც თავისუფლებისათვის ერის ბრძოლის და დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. მას შემდეგ 20 წელი გავიდა. შეიცვალა დრო და, რა თქმა უნდა, პრობლემებიც, მაგრამ საფრთხე როგორც უწინ, ახლაც არსებობს და მის თავიდან ასაცილებლად თვითოეულმა ჩვენთაგანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს.

ოფიციალური განცხადებებით, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ძალადობას გამორიცხავს, რადგან მიაჩნიათ, რომ მშვიდობიან მეთოდებშია მათი ძლიერება. ეს მართლაც ასეა; უფალი ჩვენი იესო ქრისტე ყველა პრობლემის გადაჭრას სწორედ მშვიდობით, სიკეთითა და სიყვარულით გვასწავლის. მაგრამ არ არის გამორიცხული პროვოკაციის საფრთხე.

ამიტომაც კიდევ ერთხელ მივმართავ ხელისუფალთ, - არ დაუშვათ ძალის გამოყენება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. მივმართავ ოპოზიციას, - მაქსიმალურად უზრუნველჰყავით აქციის მშვიდობიანი ფორმები.

მივმართავ სამართალდამცავებს და სამხედრო პირებს, - გახსოვდეთ, თქვენს წინაშე თქვენი მოყვასი, თქვენი სისხლი და ხორცი იდგება. მივმართავ აქციის თითოეულ მონაწილეს, - გააცნობიერეთ, რომ ყოველგვარი აგრესია, მათ შორის სიტყვიერიც, დაუშვებელია და მისი ნებისმიერი გამოვლინება თქვენ თვითონ უნდა აღკვეთოთ.

მე მინდა მივმართო საქართველოს არაქართულ მოსახლეობასაც, - ჩვენ მრავალი ავისმსურველი გვყავს და არ არის გამორიცხული, პროვოკაციული ქმედებები თქვენს მიმართაც განხორციელდეს, რათა დაძაბულობის სხვა კერებიც გაჩნდეს; თქვენ საქართველოს შვილები ხართ და იმედი მაქვს, გამოავლენთ ამ ქვეყნისადმი თქვენ სიყვარულსა და ერთგულებას და საჭიროების შემთხვევაში მის სადარაჯოზე დადგებით.

შეგახსენებთ უფლის ამ სიტყვებსაც: "რომელმან აღიროს მახვილი მახვილით წარწყმდეს”.

მაშ, რამდენად მძიმე და საშინელი იქნება ხვედრი იმ ადამიანისა და მისი მოდგმისა, ვისმა მიზანმიმართულმა ან თუნდაც უგუნურმა ქმედებამ შეიძლება ქვეყნის ბედი სასწორზე შეაგდოს და სისხლისღვრამდე მიგვიყვანოს. ნუ იყოფინ!

ჩვენ ყველამ, - ხელისუფლებამ, ოპოზიციამ, ხალხმაც და ეკლესიამაც მხოლოდ ისეთი ღირსეული ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება და გამოადგება.

ნუ ვიქნებით კატეგორიულები და გახსოვდეთ, სამშობლოს კეთილდღეობა აღემატება ჩვენს პირად ბედნიერებასა და კეთილდღეობას.

მადლი თქვენდა და მშვიდობა მისგან, რომელიც არის და იყო და იქნება (გამოცხ. 1, 4).

ამინ!

8 აპრილი, 2009 წელი


კათოლიკოს-პატრიარქი ტეროტორიული მთლიანობის აღდგენას იმედოვნებს

უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ტრადიციულ საკვირაო ქადაგებაში კვლავ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე გაამახვილა ყურადღება.

როგორც უწმინდესმა ბრძანა, არსებული კონფლიქტი დროებითია და მისი მოგვარება შეიძლება. პატრიარქი მრევლს ლოცვისაკენ მოუწოდებს, რათა ქვეყანამ მძიმე განსაცდელი დაძლიოს

2009-01-04