განმზადენით გზანი უფლისანი.

Picture
წმინდა იოანე ნათლისმცემელი, წინასწარმეტყველი და წინამორბედი უფლისა მაცხოვრის შობამდე მოივლინა ქვეყნად და უფლის საქადაგბლად გამოსვლამდე იწყო ქადაგება. განმზადენით გზანი უფლისანი. _ ამგვარი იყო მისი ქადაგების არსი. წმინდა ეკლესია 7 ივლისს წმინდა იაონე წინამორბედის შობას დღესასწაულობს და განადიდებს მას, ვინც მაცხოვრის სიტყვისამებრ, უდიდესია დედის მუცლითგან შობილთა შორის. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სადღესასწაულო ლოცვა 6 ივლისს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში აღავლინა. მსახურების დასრულების შემდეგ უწმიდესი და უნეტარესი ეწვია ავჭალის წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის დედათა მონასტერს. პატრიარქმა მოილოცა ტაძარი, დალოცა მონასტრის მოწესე დედები და აქ მოღვაწე სასულიერო პირები დააჯილდოვა. 7 ივლისს უწმიდესმა და უნეტრესმა პატრიარქმა სადღესასწაულო ლიტურგია კვლავ ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში აღავლინა. თანამსახურებდნენ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დანიელი ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ესაია ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე ბოდბელი ეპისკოპოსი ეფრემი სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი ცურტაველი ეპისკოპოსი იოანე უწმიდესმა და უნეტარესმა პატრიარქმა მსახურების დასასრულს მრევლი დალოცა და ანგელოზის დღე მიულოცა ცურტაველ ეპისკოპოს იოანეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევით _ წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის შესახებ იქადაგა ბოლნელმა ეპისკოპოსმა ეფრემმა